ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგეობო რეჟიმში მუშაობს. სპეციალურმა კომისიამ ზარალის სავარაუდო ოდენობა დაადგინა.
გუშინდელი გრიგალის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები დაზარალდნენ. საერთო ჯამში, გადახდილია 220 კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, 15 მრავალბინიანი კორპუსი, 4 საბავშვო ბაღი და 1 ბიბლიოთეკა. ძლიერმა ქარმა მოთხარა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. ზარალი მილიონნახევარ ლარს აჭარბებს.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სამაშველო სამსახურთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.