logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: მოწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ეტაპობრივად გადადის გათანამედროვეობაზე
- +

24 აპრილი. 2017. 17:25




„ვფიქრობ, ღირსეულად გავივლით პედაგოგთა გადამზადების ეტაპს. სუსტი მხარეები ალბათ გვაქვს და სწორედ ამ სისუსტეების გამოსავლენად ტარდება ეს ყველაფერი", - ამ თემაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელი თიკა რუხაძე საუბრობს. მისი თქმით, პროგრესი ყველა დაწესებულებაში მთავარია და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშიც იგეგმება ღონისძიებები, რომელიც სწორედ მის განვითარებას შეუწყობს ხელს.


„კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული კომუნიკაციების უნარი. მე ვფიქრობ, ეს უნარი მაქვს და შემიძლია, გავატარო ისეთი რეფორმები, რაც სასახლის წინსვლას ხელს შეუწყობს.

ბატონ გურამ ჯაიანთან ერთად დავგეგმეთ მზიურის განახლება, რამაც გაამართლა. ესაა მუშაობის სტილი, რომ აკეთო სიხალეები იმ ხალხთან ერთად, ვისაც ეს საქმეები წლების განმავლობაში უკეთებია. ჩვენ ახლა იმ პროცესში ვართ, როცა ეტაპობრივად გადავდივართ გათანამედროვეობაზე.

წლის დასაწყისში ყოველთვის ბევრი ბავშვი რეგისტრირდება ჩვენთან, მაგრამ წლის ბოლოს ყოველთვის იკლებს მათი რიცხვი. წლევანდელ მაჩვენებელს რომ გადახედოთ, მათი რიცხვი ბევრად არ შემცირებულა. ეს იმიტომ, რომ სწორად დავგეგმეთ პიარ-კამპანია, სწორი პარტნიორები შევარჩიეთ და ვმუშაობთ ბევრ თემაზე. სასახლე მედიის გარეშე არ არსებობს და სწორედ ჩემი მოსვლიდან რამდენიმე დღეში მოხდა მედიასთან კავშირი, რამაც ხელი შეუწყო სასახლის განვითარებას", - განაცხადა თიკა რუხაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner