logo_geo
eng_logo
გენადი მარგველაშვილი: ქუთაისი უნდა იყოს თბილისის სრული საპირწონე დასავლეთ საქართველოში ...
- +

25 აპრილი. 2017. 15:33


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენადი მარგველაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა დარჩეს ქუთაისში.


„მე როგორც ქუთაისის მაჟორიტარი, მომხრე ვარ,  პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, თუმცა კატეგორიულად ვემიჯნები იმ იდეას, რომ მხოლოდ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა გადაარჩენს ქუთაისს. აუცილებელია, რომ ქუთაისი იყოს თბილისის სრული საპირწონე დასავლეთ საქართველოში. ყველა მიმართულებით, ესაა თუნდაც განათლება, სპორტი, ტურიზმი, სამედიცინო მომსახურება, ეს გახლავთ ყველა ის აუცილებელი მიმართულება, რაც „ქართული ოცნების" გეგმაშია ჩადებული და რაც გეგმაზომიერად ხორციელდება. მაგალითად, ახლახანს გახნილი სასტუმრო, დაანონსებული ქუთაისის აეროპორტის პროექტი, რომელსაც სარკინიგზო კვანძი დაუკავშირდება, ასევე, მთელი ამ დროის განმავლობაში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიდიოდა საუბრები.

 

აღნიშნული ქმედება გააახალგაზრდავებს და გააჯანსაღებს ქალაქს, ამიტომ, მგონია, რომ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის, ვიდრე ვთქვათ პარლამენტი", - აცხადებს მარგველაშვილი.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner