logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: ბოკერია ავტომატით ხელში პირადად მყავს ნანახი...
- +

26 აპრილი. 2017. 19:38


 

„სხვებს რომ ადანაშაულებენ რუსეთის აგენტობაში, თვითონ სააკაშვილი, ბოკერია და მათი მიმდევრები ვის საქმეს აკეთებენ?! ვითომ ებრძვიან რუსეთს, სინამდვილეში კი ხალხს დასავლეთს აძულებენ",- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა 25 წლის წინანდელი შეხვედრა ბოკერიასთან, როცა იგი იარაღით ხელში შეხვდა.


„25 წლის წინათ, ავტომატით ხელში პირადად მყავს ნანახი. მაშინ დაახლოებით, 19-20 წლის ბიჭი იქნებოდა. რუსთაველზე მივდიოდი მანქანით, როდესაც სასტუმრო „ივერიასთან" გადამეღობა. რატომ მაჩერებ,  რა ხდება-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა - ზვიად გამსახურდიას დედის ტრ..ს  ვ....ვთო! რა დამავიწყებს ბოკერიას ჰაბიტუსს. და დღეს ეს ადამიანი მეუბნება, კოდორში რატომ იცავდი იარაღით ქვეყანასო?! შეიძლება, ბოკერიასნაირი ადამიანები სასათბურე პირობებში ჰყავდეს ხელისუფლებას?!" -განაცხადა ემზარ კვიციანმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner