logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: კონსტიტუციის პროექტის მხარდაჭერა მოხდა 43 საკონსტიტუციო კომისიის წევრის მიერ
- +

26 აპრილი. 2017. 20:58



„ის რომ კომისიის ბოლო, სხდომის წინ ასეთი ბრძანება იქნა მიღებული, ეს განპირობებულია თავად ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებიდან გამომდინარე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს რაიმე მანიპულაციას შეიძება ემსახურებოდეს ამას მარტივად, ციფრებითაც აგიხსნით", - ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი „tvპირველთან" ოპოზიციური პარტიების პროტესტს, რომელთაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე უარი განაცხადეს.

 

„კონსტიტუციის პროექტის მხარდაჭერა მოხდა 43 საკონსტიტუციო კომისიის წევრის მიერ. 8 წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა. თავდაპირველად 73 წევრი იყო, ანუ ქვორუმი ისედაც იყო 37 და 43-ით მოხდა კონსტიტუციის მიღება.

 

როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ კომისიის სხდომაში მონაწილეობას მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა გიორგი კახიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner