„ის რომ კომისიის ბოლო, სხდომის წინ ასეთი ბრძანება იქნა მიღებული, ეს განპირობებულია თავად ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებიდან გამომდინარე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს რაიმე მანიპულაციას შეიძება ემსახურებოდეს ამას მარტივად, ციფრებითაც აგიხსნით", - ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი „tvპირველთან" ოპოზიციური პარტიების პროტესტს, რომელთაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე უარი განაცხადეს.
„კონსტიტუციის პროექტის მხარდაჭერა მოხდა 43 საკონსტიტუციო კომისიის წევრის მიერ. 8 წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა. თავდაპირველად 73 წევრი იყო, ანუ ქვორუმი ისედაც იყო 37 და 43-ით მოხდა კონსტიტუციის მიღება.
როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ კომისიის სხდომაში მონაწილეობას მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.