დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემა „რეაქციაში" პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ინიციატივაზე ისაუბრა. როგორც „გირჩის" თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნა, რომლის წევრობაც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს აღარ ავალდებულებს.
„ყველა ადამიანმა რომელიც მივიდა ფსევდო ეკლესიაში, გაწევრიანდა და თანამდებობები მიიღო მათ დააყენეს თავისი თავი ეკლესიის გარეთ. სიკვდილის და წამების გამოც არ უნდა თქვა მართლმადიდებლობაზე უარი, ჩვენი საეკლესიო პრაქტიკა ამას არ გვასწავლის.
მათ არ იციან, რომ ნათლობის დროს თქვეს ერთი სიწმინდე- „ამას ვაღიარებთ". ეს არის მრწამსი მართლმადიდებლობის. ამ ახალგაზრდებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ განათლებას არ ვაძლევთ ჩვენ და ჩვენი ბრალია და მათმა ლიდერებმაც თუ არ იციან ეს უკვე პრობლემაა. მაგრამ თუ იციან და განზრახ აკეთებენ კიდევ უფრო უარესია. ეს თემა ვფიქრობ სერიოზული არ არის.
ამ ადამიანებს 12 მოციქულის სახელები რომ კითხოთ ჩამომითვალეთო, ვერ გეტყვიან. რა „ბიბლიურ თავისუფლებაზე" ლაპარაკობენ არ მესმის.
ვთქვათ ამ ახალგაზრდებს ვუთხრათ, რომ თქვენ არ მიდიხართ ჯარში. დარჩებოდნენ თუ არა ამ „ბიბლიურ თავისუფლებაში"? თუ ისინი შეგნებულად დარჩებიან და აირჩევენ გაუგებარ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელშიც არის აჯაფსანდალი?
მართლმადიდებლობას ყველაფერი ეწინააღმდეგება თუ ამ ეკლესიაში არ ერთიანდება. თუ მართლმადიდებლობის დოქტრინას, სიმბოლოს არ აღიარებს.
თავის აღმსარებლობაში მართლმადიდებლობა ძალიან მკაცრია, რადგან ერთი იოტის შეცვლა დოგმატიკურ საკითხებში არა კანონიკურ ან სხვა ცხოვრებისეულ პრინციპებზე არამედ იმ სწავლებაში, რომელიც არის უმთავრესი აღმსარებლობა მასში არ შეიძლება იოტის შეცვლა. ეს არის მართლმადიდებლობა", - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.