საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით ოპოზიცია სპეკულირებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე. „tvპირველთან" საუბრისას კახიანმა აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება ემსახურება ხელისუფლების დაზარალებას.
„პოლიტიკურ სუბიექტურ ჯგუფებში მე ვხედავ იმ ინტერესს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესით ძალიან კარგად სპეკულირებენ. როგორც წესი არგუმენტი არის ის, რომ ხალხს ართმევენ ამ უფლებას, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამავდორულად ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ თემით ხელისუფლებას დააზიანებენ.
მე თუ მკითხავთ მათი მთავარი თემა პროპორციული საარჩევნო სისტემაა და ის დეტალები რაზეც იქ არის საუბარი", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.