„მემარცხენე ალიანისის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი ბათუმის მოვლენების დაძაბვაში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. როგორც შატბერაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, დარწმუნებული იყო, რომ ბათუმის მოვლენებში ორგანიზატორობის ბრალდებით ირაკლი ჩხვირკიას არ დააკავებდნენ და ამის შესახებ თავად ჩხვირკიას პირადად უთხრა.
„ვუთხარი, არ დაგაკავებენ არავითარ შემთხვევაში მეთქი. თქვენ ხართ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი და არცერთი „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაკავებული არ არის, მითუმეტეს ორგანიზატორები. „ნაციონალური მოძრაობა" ამ მოვლენების ორგანიზატორი რომაა, ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა შატბერაშვილმა.