logo_geo
eng_logo
რა გავლენას იქონიებს თურქეთის რეფერენდუმი საქართველოზე - მამუკა არეშიძის განცხადება
- +

27 აპრილი. 2017. 00:00




ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" თურქეთის რეფერენდუმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შედეგი საქართველოზე გავლენას აუცილებლად იქონიებს.


არეშიძის თქმით, ერდოღანის მთავარი მიზანია გავლენის აღდგენა იმ სივრცეში, რომელშიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერია არსებობდა.


„ეს ყველაფერი საქართველოზე გავლენას აუცილებლად იქონიებს, თუმცა, მომავალში. აბსოლუტური ძალაუფლება გადავიდა ერთი ადამიანის, ერდოღანის ხელში. მას ეს ძალაუფლება იმისთვის სჭირდება, რომ თურქეთში არსებული სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლოს, ასევე, უფრო აქტიურად განახორციელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ნეოოსმალიზმი ჰქვია. ეს ნიშნავს თურქეთის გავლენის უფრო ინტენსიურ აღდგენას იმ სივრცეში, რომელშიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერია არსებობდა.

 

თურქეთში დღეს ძალიან აქტიურია ოციან წლებში შექმნილი ეროვნული აღთქმის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ბათუმი და ზოგადად აჭარა თურქეთის ტერიტორიად ითვლება, აქ მხოლოდ ჩვენზე არაა საუბარი, ლაპარაკია იმ სივრცეებზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობდა, ეს გახლავთ: სირია, ერაყი, ბალკანეთისა და ბულგარეთის ნაწილი და ა.შ. ასე რომ, სწორედ ამ ტერიტორიებზე სურთ საკუთარი გავლენის აღდგენა, ამისთვის ერდოღანს ხელების გახსნა სჭირდებოდა და მიიღო ის, რაც სურდა", - ამბობს არეშიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner