ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც აბორტის აკრძალვას ითვალისწინებს. ზოიძის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტი დაახლოებით ორ კვირაში განიხილავს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აბორტის შესახებ კანონი საერთაშორისო კანონმდებლობასთანაა მიახლოებული და მასზე გადაწყევტილებას უნდა იღებდეს ორსული ქალბატონი.
„თუმცა მე არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ყველამ გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო, რაც იატაკქვეშა აბორტებს იწვევდა, არც დაკავშირებული იყო უამრავ პრობლემასთან.
მთავარი მომენტია, რომ აბორტების შემცირებიასკენ მივმართოთ ყველა ძალისხმევა. დღეს სიტუაცია შეცვლილია, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს", - განაცხადა ზოიძემ.