logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: მინდა, ყველა მოქალაქეს მივმართო...
- +

2 მაისი. 2017. 23:25




თბილისის მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში ოთარ აბესაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას ქვეითი ინსპექტორების შესახებ ისაუბრა. როგორც აბესაძე ამბობს, მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ ქალაქი თითოეული მათგანის მოსავლელია.


„ზოგადად, ბაზრის პრინციპი არის ძალიან მარტივი, როდესაც არის მოთხოვნა, ხდება მიწოდებაც. იყო მოთხოვნა, რომ ყოფილიყო ინსპექტორი, რომელიც ადამიანს ნაგვის დაყრაზე დააჯარიმებდა. ე.ი. ქალაქში ამის უდიდესი პრობლემა იყო.

 

მინდა, ყველა მოქალაქეს მივმართო, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი მოსავლელია. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესის სფეროს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ქალაქი იყოს სუფთა.

 

საერთოდ, ვფიქრობ, ძალიან მალე, მოქალაქეების თვითშეგნება მივა იმ დონეზე, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ იქნება", - ამბობს აბესაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner