logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: რაც მეტი რეკრეაციული ზონა იქნება, მით უკეთესია...
- +

3 მაისი. 2017. 00:48



თბილისის მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში ოთარ აბესაძემ „რეპორტიორთან" ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ, რაც მეტი რეკრეაციული ზონა იქნება ქალაქში, მით უკეთესია.


„ზოგადად, ქალაქში რაც მეტი რეკრეაციული ზონა იქნება, მით უკეთესია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს კერძო ტერიტორიაა. არ მინდა, იურიდიულ დავაში შევიდე, ვინაიდან მას თავისი ნორმები და ჩარჩოები აქვს, ამას აუიცილებალდ მოჰყვება განხილვები. მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ მაგ ტერიტორიაზე იქნება სკვერი. საუბარია კერძო საკუთრებასა და სახელმწიფო ინტერესზე, ყველაფერი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს", - ამბობს აბესაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner