logo_geo
eng_logo
ზუგდიდის გამგეობამ პროგრამის „ერთი თბილი ოთახი“ პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო
- +

3 მაისი. 2017. 20:39


უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ანკეტირების შედეგების შეჯამება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, პროგრამაში ერთი თბილი ოთახი" ჩასართავად პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე მსჯელობა დაიწყო. კომისია სხდომაზე დღეს შეიკრიბა და ვიზუალური (ფოტო) მასალა განიხილა.


წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროგრამაში „ერთი თბილი ოთახის" ჩართვის მსურველთა 73 განცხადება მიიღო. კომისიის წევრებმა ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმეს და ოჯახების ანკეტირება მოახდინეს.


„ერთი თბილი ოთახი" გამგეობის ახალი პროექტია, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner