logo_geo
eng_logo
„ელისო კილაძე უკრაინიდან გარკვეულ თანხასთან ერთად, სააკაშვილის ახალი მითითებებით დაბრუნდა“
- +

5 მაისი. 2017. 18:05


 

„ელისო კილაძე უკრაინიდან გარკვეულ თანხასთან ერთად, სააკაშვილის ახალი მითითებებით დაბრუნდა", - ამის შესახებ for.ge წერს.  გამოცემა „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციებზე ამახვილებს ყურადღებას და აქვე, აღნიშნავს, რომ შესაძლოა „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შესაძლოა სააკაშვილისთვის საქართველოში დასაყრდენი იყოს.

 

ამ ეტაპზე სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ სუსტია - გვარამია არ ემორჩილება, „რუსთავი 2" კი, „ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ღიად დაუპირისპიდა. ეკა კვესიტაძემ საკუთარ გადაცემაში დაუფარავად გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და ეთერში სტუმრად მისული ზაზა ბიბილაშვილი ისეთ წნეხში გაატარა, ალბათ, „ოცნებაც" კი შოკში ჩააგდო.

 

ამის მიუხედავად, სააკაშვილი უკრაინიდან მაინც ცდილობს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია მოაწყოს ქვეყანაში. სხვათა შორის, ყოფილი ნაციონალები შიდა საუბრებში ირწმუნებიან, რომ ბათუმის ინციდენტის გაღვივებაში სწორედ სააკაშვილის ხელი ურევია. 

 

უფრო მეტიც, ახლახან კიევიდან დაბრუნებული, გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე 100 ათასი კაცის შეკრებას და საპროტესტო აქციის გამართვას რომ აანონსებდა, ესეც სააკაშვილის გეგმად შეფასდა.

 

სწორედ ერთ-ერთი ყოფილი ნაციონალი გვარწმუნებს იმაში, რომ კილაძე უკრაინიდან გარკვეულ თანხასთან ერთად, სააკაშვილის ახალი მითითებებით დაბრუნდა. კიევში ვიზიტს კილაძე არც თავად უარყოფს, თუმცა for.ge-სთან საუბარში აზუსტებს, რომ უკრაინაში ვიზიტი საკუთარ გეგმებს უკავშირდებოდა.

 

„უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად არ ვყოფილვარ, უკრაინაში შევხვდი ამერიკელებს, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს. დაიგეგმა ჩემი ვიზიტი აშშ-ში. მაისში ეს ოფიციალური ვიზიტი აუცილებლად შედგება", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ელისო კილაძემ.

 

კილაძისგან განსხვავებით, ნაციონალებთან დაახლოებული წყარო იმაშიც გვარწმუნებს, რომ კილაძე უკრაინაში ძმები ყარამანაშვილების შვილების ნათლობაზე იყო. კილაძის უკრაინაში ვიზიტი ნამდვილად ემთხვევა ყარამანაშვილების შვილების ნათლობის დროს, თუმცა გადაჭრით თქმა იმისა, რომ სააკაშვილის და კილაძის შეხვედრა შედგა, არ შეგვიძლია. იმის თქმაც რთულია, კილაძისა და სააკაშვილის ურთიერთობის მიუხედავად, არის თუ არა კილაძე საქართველოში სააკაშვილის დასაყრდენი.

 

ნიშანდობლივია, რომ სულ ახლახან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პროკურატურას დაცვის პროგრამაში ელისო კილაძის ჩართვისკენ მოუწოდა. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ელისო კილაძის მიმართ გარკვეული პროვოკაცია განხორციელდეს და ეს გამოყენებული იქნას სუს-ისა და სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის", - ნათქვამია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner