logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გარევაჭრობაზე: გამოვლენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ სახელმწიფო საშინელებას ჩადის...
- +

7 მაისი. 2017. 00:36




„გარევაჭრობის პრობლემის გადაჭრა უმტკივნეულოდ, ზედმეტი ბატალიების გარეშე, მოლაპარაკების გზით მოხდა", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" განაცხადა და გარევაჭრობის აკრძალვაზე ისაუბრა.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, თუ გვაქვს ცივილიზებულ ქვეყანაზე პრეტენზია, მაშინ მსგავსი მიდგომა გამართლებულია.


„ჩვენ თუ გვაქვს ცივილიზებულ ქვეყანასა და ევროპულ სტანდარტებზე პრეტენზია, აუცილებელია გქვონდეს გარკვეული სახის ორგანიზება მოწყობისა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მსოფლიოში კონკრეტულ იურიდიულ საფუძველზე შექმნილი ბაზრობები და ბაზრები არსებობს, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს პოზიციას 100%-ით ვამართლებ, უნდა იყოს ასეთი მიდგომა.

 

რაც შეეხება მორალურ ფაქტორებს, ყველა ვთანხმდებით ერთ საკითხზე, ადამიანს რომ არ უჭირდეს, ნამდვილად არ დადგებოდა ქუჩაში და ამა თუ იმ პროდუქციით არ ივაჭრებდა. თუმცა, თბილისის მთავრობის ძალისხმევით ყველა ბაზრობის მეპატრონესთან მოხდა კოორდინაცია და შეთანხმება, 6 თვის განმავლობაში ეს ადამიანები გადასახადს არ გადაიხდიან.

 

ერთს გეტყვით, როდესაც მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ე.წ. მოსუფთავება, ძალიან ბევრი მოქალაქე ღიად აცხადებდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. არსებობს კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რაც ანტისანიტარიასა და ეკოლოგიას უკავშირდება.

 

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მაინც გამოვლენ ადამიანები, რომლებიც პოპულისტური ლოზუნგებით იტყვიან, რომ საშინელებას ჩადის სახელმწიფო. სახელმწიფო აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს", - ამბობს ქადაგიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner