საპარლამენტო უმარვლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „TV პირველის" ეთერში საქართველოში ჩამოსულ მოსკოვის ყოფილ მერზე იური ლუჟკოვზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ხვდება აშშ-ის პრეზიდენტს და ასეთი მაღალი თემებია წინ წამოწეული, „ნაციონალური მოძრაობა" მაინც მოძებნის ისეთ საკითხს, რომლითაც მსგავს დადებით პროცესებს გადაფარავს.
„საერთოდ, მაღალი თემები, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშეა, გადაფარა „შავი მგლების" თუ „ღამის მგლების" ჩამოსვლის თემამ, ესაა სტრესული სიტუაციის შემქნის მცდელობა. არ მახსოვს რამე სეიროზული ნაბიჯი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც თან არ ახლდეს ნაციონალური თუ ახალი ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი განცხადებები.
ახლა ლუჟკოვიც ჩამოვიდა, ის ცოტა განსხვავებულია. მე პუტინთან დაპირისპირებული ლუჟკოვიც კი მახსოვს.
რაც შეეხება მის გუშინდელ განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ დამამცირებელია ეს. შემიძლია ასეთივე განცხადება აქედან შევუთვალო, თუმცა, მე ოფიციალური პირი ვარ. სახელისუფლებო პირებმა, ვინც პენსიაზეა გასული, შეუძლია უთხრას, რომ მოსკოვი ციმბირის გარეშე ბევრად უკეთესად იგრძნობდა თავს, ისევე როგორც ციმბირი მოსკოვის გარეშე, ეს იქნებოდა სიტყვიერი წაპაექრება.
ასევე, რაც შეეხება კანონს, უფრო მოქნილი უნდა იყოს. უნდა არსებობდეს იმ ადამიანების სია, რომლებიც საგანგებო კონტროლზე იქნებიან აყვანილნი", - აცხადებს ვოლსკი.