ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრვლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეაფასა და მას საკმაოდ დადებითი ფაქტი უწოდა.
„ალბათ, ჩვენი ე.წ. ოპონენტები მაინც მოძებნიან რაღაცას, რითიც ამ ვიზიტს გააკრიტიკებენ, თუმცა, ფაქტი სახეზეა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებიდან გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვისაც ტრამპი შეხვდა. ეს იყო ძალიან გულთბილი შეხვედრა. ამერიკის მხრიდან ეს არის პოლიტიკურად იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ფუნქცია და რეგიონში ეს ფუნქცია არ დაეკარგება. ამ ფუნქციის გათავისება მოხდა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ. მოკლედ, ეს ვიზიტი ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, ასეთი ძლიერი მეგობრის ყოლა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია", - აცხადებს კოპალიანი.