logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: მეორე მსოფლიო ომში ქართველმა კაცმა უდიდესი როლი ითამაშა!
- +

11 მაისი. 2017. 00:45


„ჩვენ არ გვჭირდება იმის სწავლება, თუ როდის რა აღვნიშნოთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წერვმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორს" განუცხადა და 9 მაისს, ვაკის პარკში „ღამის მგლების" გამოჩენის შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, საქართველომ მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, ამიტომ ვერავინ ასწავლის თუ როგორ აღნიშნოს 9 მაისი.


„ღამის მგლებმა, თავდაპირველად საქართველოში ჩამოსვლა სხვა კუთხით დაანონსეს. უნდოდათ ცხრა მაისს ორგანიზებულად შემოსვლა, ესაა ბაიკერთა მოძრაობა, თავიანთი ემბლემებით, დროშებითა და ატრიბუტებით. თუმცა, ისინი საზღვარზე გააჩერეს და საქართველოში არ შემოუშვეს.

 

რაც შეეხება იმ ორ ბაიკერს, ჩემი ინფორმაციით, ისინი როგორც ტურისტები, ისე შემოვიდნენ ქვეყანაში. ეს იყო პროვოკაცია და სხვა არაფერი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამართალდამცველები პირიქით ამ ადამიანებს იცავდნენ, რათა ვინმეს შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ჩვენ არ გვჭირდება იმის სწავლება, თუ როდის რა აღვნიშნოთ.

 

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომში, 700 000 კაცი მონაწილეობდა ამ პატარა ქვეყნიდან და ნახევარზე მეტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, წარმოგიდგენიათ, ამან რამხელა დაღი დაასვა, თუნდაც ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებას?

 

ვიღაცა მოხატულმაისურიანი 9 მაისის აღნიშვნას ვერ გვასწავლის! მეორე მსოფლიო ომში ქართველმა კაცმა უდიდესი როლი ითამაშა და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს", - ამბობს კოპალიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner