საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა. ხუნდაძის განცხადებით, ძალიან ძნელია ემოციის გარეშე ტყიბულის დაღუპულ მაღაროელებზე საუბარი, თუმცა სახალხო დამცველის შეფასებაში ემოცია ჭარბობდა.
„ასეთი შეფასება იქამდე, სანამ გამოძიება არ დააგდენს, თუ რა იყო მიზეზი ამ მძიმე შედეგის, ზედმეტი იყო, თუმცა ეს შეღავათს ვერ მისცემს იმ აფქტს, რაც მხოდა. ყევალფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი რამ ქვეყანაში არ ხდებოდეს. შრომითი უფლებები იმდენად იყო დაბალანსებული, რომ მოქალაქეები სიცოცხლის ზარალს არ ღებულობდნენ", - განაცხადა ხუნდაძემ.