-
+
11 მაისი. 2017. 16:51
„აკი, დადგმული იყო ციხის კადრებიო?! თქვე არაადამიანებო, თურმე პატიმრებს სცემდით, აწამებდით და მორგში გარდაცვლილებთან ამწყვდევდით. თქვე ჯალათებო! და თქვენ ოცნებობობთ დაბრუნებაზე?“ - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 6 პირი დააკავეს.
„600 პატიმრის ჩვენების საფუძველზე დაკავებული იქნა გლდანის ციხის ჯალათები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე!“ - წერს ნინო ჯღარკავა.