„კომპანია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გაურბის" ,- ამის შესახებ საქნახშირის „ჯი აი ჯი"-ს გენერალური დირექტორის მრჩევლმა ლევენ ვეფხვაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. მისივე თქმით, ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დამნაშავემ სისხლის სამართლის კოდექსით უნდა აგოს პასუხი.
„კომპანია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გაურბის. დღეს ამაზე საუბარი არის ნაადრევი. რამდენად რეგლამენტების შესაბამისად იყო სამუშაოები ჩატარებული, რამდენად დარღვეული იყო ნორმები, იყო თუ არა სისტემური დარღვევები - ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ჩვენი ვარაუდები გამოვთქვათ. დღეს, ჩვენ ვერავის ვერ წავუკითხავთ საბრალდებო დასკვნას",- განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.