რუსუდან შარაძე: 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე გელოდებით...
-
+
14 მაისი. 2017. 13:52
აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„facebook-მა შემახსენა და გამეღიმა... იგივეს გთხოვდით წელსაც.
20 მაისს, 19:00 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე გელოდებით.
იქამდე, საქართველოს ეროვნული არქივი გამართავს ხსოვნის საღამოს, სახელწოდებით - „საუბრები გურამ შარაძეზე", რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი პირადად:
იუსტიციის მინისტრს - თეა წულუკიანს და ეროვნული არქივის ხელმძღვანელს - თეონა იაშვილს!
აი, მესმის ქალები!", - წერს რუსუდან შარაძე.
აქვე, გთავაზობთ რუსუდან შარაძის პოსტს, რომელიც მან 2015 წელს გამოაქვეყნა:
„ადამიანი რომ წავა ამქვეყნიდან და ატყდება სიტყვების ფეიერვერკი, ფოტოების კორიანტელი... ნეტა, მე რომ მოვკვდები, იგივე მოხდება? თუ პასუხი ოდნავ მაინც დადებითია, მაშინ ყველას უმორჩილესად გთხოვთ - არ მინდა სიკვდილის მერე არაფერი!!! სანამ ცოცხალი ვარ, მოდით 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას.
ჩემთვის არ გთხოვთ, მერწმუნეთ", - წერდა რუსუდან შარაძე.