logo_geo
eng_logo
ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალია გახდა
- +

15 მაისი. 2017. 11:05


რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა სიმღერით - Amar Pelos Dois.


„ევროვიზიის" სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის" ეთერში მიმდინარეობდა.


ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, პორტუგალია, დანია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.


წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.


საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე „ევროვიზიაზე" სიმღერით Keep The Faith წარსდა, თუმცა, ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner