-
+
4 აპრილი. 2016. 14:03
ტელეკომპანია „მაესტროს" 12:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვება ჟურნალისტებისა და ტექნიკური ჯგუფის გაფიცვის გამო ეთერში არ გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის ჟურნალისტები, მემონტაჟეები და ოპერატორები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანებაა.