logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ეს საქართველოს გამარჯვებაა!
- +

15 მაისი. 2017. 14:32



„ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ცალსახად და ღიად შემიძლია გნვაცხადო, რომ ეს იყო საქართველოს საელჩოს კარგი მუშაობის შედეგი", - ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პრემიერ-მინსიტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი შეფასა.


როგორც მიროტაძემ აღნიშნა, პრემიერის ვიზიტი აშშ0ში საკმაოდ მნიშვნელოვანი და დადებითი იყო საქართველოსთვის.


„მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციიდან ის იყო, რომ არ აქვს მნშვნელობა ხელისუფლებაში ვინ იქნება, გნებავთ ამერიკაში და გნებავთ საქართველოში, ანუ გვარებს და სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, აქ საუბარია ქვეყნების ურთიერთობაზე და იმ მნიშვნელოვან როლსა და დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვს საქართველოს აშშ-ს მხრიდან და პირიქით. ძალიან კარგია, რომ თეთრი სახლიდან ასეთი მკაფიო გზავნილები წამოვიდა. ასევე, კარგია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები აშშ-სთან.

 

ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აშშ რჩება საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანად. გვაქვს იმედი, რომ ჩვენს უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას აშშ მხარს დაუჭერს.

 

ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და კიდევ უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ აშშ-ს, თუნდაც იმ კუთხით, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენა.

 

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჩანაწერი და ასეთი მაღალი დონის შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილსა და ტრამპს შორის საქართველოს გამარჯვებაა. იმედს ვიტოვებ, რომ ამ წარმატებას მოყვება კიდევ უფრო მეტი გააზრებული და სწორი ნაბიჯები", - ამბობს მიროტაძე.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner