-
+
17 მაისი. 2017. 00:44
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ლოზუნგებით ცხოვრებას რომ მოვეშვათ კარგი იქნება! ვუსმენდი „ქართული ოცნების" დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც გარკვევით თქვა, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს - ქართული მიწა არ სხვისდებაოო! ეს ასეც მოხდება, მაგრამ ახლა გადავხედოთ რეალობას ,რაც სახელმწიფოს გასაყიდი ქონდა ,ეს სააკაშვილმა უკვე გაყიდა, დარჩა კერძო ნაკვეთები და ყველა კერძო მფლობელს შეუძლია არ მიყიდოს უცხოელს თავისი მიწა, თუმცა აქ გულზე ხელებს იბრაგუნებენ და მერე გავარდებიან, უცხოელებს ევაჭრებიან, ხოდა არ ჭირდება ამას კონსტიტუცია და კანონი თუ ქართველი თავად გადაწყვეტს რომ არ მიყიდოს მიწა უცხოლს! ქართველობას თვითონ ნუ დავკარგავთ და ძალით არავინ დაგვაკარგინებს!" - წერს ჯღარკავა.