logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება!
- +

18 მაისი. 2017. 00:18



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ გარკვეულმა საკითხებმა ეს მნიშვნელოვანი თემა გადაფარა, რაც სამწუხარო ფაქტია.


„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოექცა და გარკვეულმა საკითხებმა გადაფარა, რაც ძალიან ცუდია. ეს არის უმნიშვნელოვანესი გარღვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი არის მყიფე და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ. ტრამპისა და კვირიკაშვილის შეხვედრა სხვა საკითხებმა არ უნდა გადაფაროს.

 

ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ამიტომ ჩვენ არ უნდა გავუშვათ ეს შანსი ხელიდან და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით მთავრდება ყველაფერი. ახლა მოგვეცა შანსი, უფრო გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ენერგიის დაშურება არ ღირს. მაქსიმალური მეცადინეობაა საჭირო", - განაცხადა ქანთარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner