დაჩი ცაგურია: ნამდვილად საშური საქმე გაკეთდა... მადლობა ფონდ „ქართუს“
-
+
19 მაისი. 2017. 13:13
„ესეც პირველი მატარებელი Black Sea Arena-ზე", - წერს ცოაიალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნამდვილად საშური საქმე გაკეთდა, დაიგო ასფალტის გზა, ტროტუარი, მოეწყო თანამედროვე ლედ-განათების სისტემა, აშენდა მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური და ამიერიდან კონცერტზე დასწრების მსურველები მატარებლით შეძლებენ მისვლას ამ არაჩვეულებრივ საკონცერტო დარბაზამდე.
რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ფონდმა „ქართუმ" გააკეთა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - წერს დაჩი ცაგურია.
