უცხოური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში ჰამას პროვინციის სოფლებში მასობრივი მკვლელობა მოწყო. ექსტრემისტების სამიზნე, ამჯერად 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა. ტერორისტებმა შიიტი მუსლიმები დახოცეს, რომლებიც რელიგიური ნიშნით გამოარჩიეს. დახოცილებს შორის ქალები, ბავშვები და ჯარისკაცები არიან, რომლებიც ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს.