logo_geo
eng_logo
ბერლინში იუსტიციის სამინისტროს შტურმით აღებას ცდილობდნენ
- +

20 მაისი. 2017. 01:41


 

Die Welt-ის ცნობიტ, დაახლოებით 50 დემონსტრანტი დღეს გერმანიის იუსტიციის სამინისტროში შეჭრას შეეცადა. ისინი შეძახილებით მინისტრის გადადგომას და საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ. ამავდროულად, აქციის მონაწილეები პიროტექნიკასაც უკიდებდნენ ცეცხლს.


ადგილზე პოლიცია მაშინვე მივიდა, სამინისტროს ჯაჭვი შემოარტყა და აქციის მონაწილეები დაშალა. ზოგიერთი მათგანის მიმართ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო შესაძლოა საქმეებიც აღიძრას. აქციის ორგანიზატორი დაკავებულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner