CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰილარი კლინტონი ლას-ვეგასში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა.
„არასოდეს მივიჩნევდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი კანდიდატია. ჩემს თავს მივიჩნევდი კარგ კანდიდატად. არავინ უნდა გამოაცხადოს საპრეზიდენტო ამბიციები, თუ მართლაც არ სჯერა, რომ ქვეყნის ისტორიის გარკვეულ მომენტში ყველაზე კვალიფიცირებული პირია, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაუმკლავდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა, სავარაუდოდ, ამას არ გააკეთებს.