logo_geo
eng_logo
- ანუ ადასტურებთ, რომ ელისო კილაძემ დაბეჭდა თქვენზე სიბინძურე? - რა თქმა უნდა, ვადასტურებ!
- +

20 მაისი. 2017. 22:07



„ქართული ოცნების" ქვოტით გასული წინა მოწვევის პარლამენტის  ყოფილი დეპუტატი ჩემმა ინკოგნიტო რესპონდენტმა ამ ორიოდე კვირის წინ საჯაროდ ამხილა ელისო კილაძის „ინფორმატორობაში" და მის თავგადაკლულ მეგობრადაც მოიხსენია. არადა, როგორც თავად ყოფილი დეპუტატი აცხადებს, ლამის სათოფეზეც არ გაკარებია „ქრონიკა+"-ის რედაქტორს და მის ფიცს თუ ვერწმუნებით, საერთოდ არ იცნობს მას!  არ ვიცი,  ეთაკილება კილაძესთან მეგობრობა, უფრთხის მის ორბიტაზე ყოფნას თუ უბრალოდ, საკუთარ სახელს უფრთხილდება, მაგრამ წლების განმავლობაში არაერთხელ შეურაცხყოფილ და გალანძღულ (ხშირად, ალბათ,- დაუმსახურებლადაც) ქალბატონს არცერთხელ არ მოსვლია აზრად ჟურნალისტთან პროტესტის გამოსახატავად დაერეკა... და როგორც თავად ამბობს - დღეს პირველი შემთხვევაა! დიახ, „წითელი ჯვრის" ყოფილი ხელმძღვანელი და სახელისუფლებო გუნდის ყოფილი წევრი ნანა ყეინიშვილი დღეს ელისო კილაძესთან მის კავშირს საჯაროდ უარყოფს და  აპროტესტებს:

 

გთავაზობთ ამონარიდს ნანა ყეინიშვილის ინტერვიუდან:


- ძალიან საკვირველია, რომ ასეთი ტყუილების მოგონება შეუძლიათ ადამიანებს.  პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ საერთოდ არ ვიცნობ ელისო კილაძეს! ტელევიზიაში მყავს მარტო ნანახი და ერთადერთხელ, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ორივე მიწვეული სტუმრების როლში ვიყავით, ოღონდ ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ვიჯექით. დამიჯერეთ, მეტჯერ ადამიანი  ცოცხლადაც კი არა მყავს ნანახი. ასეთი აბსურდული ბრალდება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.


- ჩემთან  საუბრებში აღნიშნეთ, რომ კილაძემ არაერთხელ გამოაქვეყნა თქვენზე კრიტიკული მასალები...

 

- კიდევაც გავიმეორებ: ელისო კილაძემ ერთი-ორჯერ გამაკრიტიკაო, - ასე არ მითქვამს. მან ჩემზე ბევრჯერ დაწერა თავის გაზეთში და შეგიძლია, გადაამოწმო. ასე უაპელაციოდ ხომ არ შეიძლება ყველაფრის გამოქვეყნება? ვიღაცა თავგაცხელებულმა რაღაცა მოიგონა და მე რა უნდა ვთქვა? ყველა სიბინძურეზე მიდიან გაზეთები, სააგენტოები...


- კილაძის გაზეთში გამოქვეყნებული მასალა, სადაც თქვენზე იყო საუბარი, იყო თუ არა სიბინძურე?

 

- რა თქმა უნდა!


- ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ ელისო კილაძემ თავის გაზეთში არაერთგზის დაბეჭდა თქვენზე სიბინძურე?

 

- რა თქმა უნდა, ვადასტურებ!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45184



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner