logo_geo
eng_logo
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
- +

21 მაისი. 2017. 11:15



დღეს, 09:00 საათზე, საქართველოს 1 500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.


როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდებისათვის 48 000-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში ჩააბარებენ, ესენია: ქართული, უცხო ენები, ისტორია და მათემატიკა.


გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულა 5.5.-ია. შეფასების ათვლა 5 ქულიდან წყება და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ. გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება.


„გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner