logo_geo
eng_logo
ევერესტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფერდობი ჩამოიშალა
- +

22 მაისი. 2017. 00:15



BBC-ის ინფორმაციით, ევერესტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ედმუნდ ჰილარის სახელობის 13-მეტრიანი ფერდობი ჩამოიშალა, რის გამოც მწვერვალის დაპყრობა კიდევ უფრო სახიფათო გახდა.


ალპინისტები ვარაუდობენ, რომ ფერდობის დაშლის პროცესი 2015 წელს ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრაა, რა დროსაც 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგებმა კი ფერდობის შლის პროცესს დაუდო სათავე - მიწისძვრის შემდეგ ჯომოლუნგმა 3 სანტიმეტრით დაიძრა.


ერთ-ერთი ალპინისტის თქმით, გასულ წელს ის ჰილარის ფერდობის შესამოწმებლად იმყოფებოდა, მაგრამ შემოწმება თოვლის სქელი ფენის გამო ვერ შეძლო. წელს განხორციელებული ექსპედიციისას კი მხოლოდ დაშლილი ლოდების ფრაგმენტები აღმოაჩინა, რაც ფერდობის დაშლას ადასტურებს.


ფერდობის ამჟამინდელი მდგომარეობით, იქ ასვლა ან ჩამოსვლა სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათოა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner