საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „tvპირველის" ეთერში „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ლელა ქებურიას ფრაზას, რომ ხუნდაძე პარლამენტში იმის გამო მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბავშვების პედიატრია შემდეგი სიტყვებით უპასუხა:
„მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. როგორც ამბობდნენ, წარმატებული სამედიცინო კარიერა, მაგრამ ჩემი თეთრი ხალათი გავიხადე იმის გამო, რომ ჩემი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს პოლიტიკაში ვარ. არ უნდა ვიყო პოლიტიკაში, მაგრამ მომიწია ჩართვა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.