logo_geo
eng_logo
ადამიანები, რომელთა დანახვა ნანა დევდარიანს სააკაშვილს ახსენებს!
- +

25 მაისი. 2017. 15:52



„ასავალ-დასავალი" საზოგადოებას სთავაზობს რუბრიკას, „ადამიანები, რომელთა დანახვა სააკაშვილს გვახსენებს!", რუბრიკის სტუმარი კი ნანა დევდარიანია.

 

როგორც დევდარიანი აღნიშნავს, მას სააკაშვილს ნიკა გვარამია, მიშა თავხელიძე-ნათია კობერიძის წყვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გია ნოდია, გია ბუღაძე, ეკა კვესიტაძე, კაკო ბობოხიძე და დავით კირკიტაძე, ქეთა გაბიანი და მაია ორჯონიძე, გივი თარგამაძე ახსენებს.


„ნიკა გვარამიას დანახვაზე მაშინვე სააკაშვილი მახსენდება! ის ხომ რეჟიმის ცნობილი პროპაგანდისტი იყო და დღემდე იმადვე რჩება!

 

მიშა თავხელიძე-ნათია კობერიძის წყვილი - მათ რეჟიმის ნებისმიერი სულელური ნაბიჯის უტიფრად გამართლება შეეძლოთ. ნათია კობერიძის „მოდელირებულმა ქრონიკამ" კი, ყველა რეკორდი მოხსნა!

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი - სააკაშვილის კარუსელის შეუცვლელი პერსონა! როცა ვხედავ, მაშინვე სააკაშვილი მახსენდება, რომელიც ჭიაბერაშვილს „სიყვარულით" ემუქრებოდა, აეროპორტის გზა თუ გაფუჭდება, ციხეში ჩაგაყუდებო - ის კი მორცხვად იღიმებოდა.

 

გია ნოდია თავისი ეგზიტპოლების სიყალბით მიშას მახსენებს!

 

გია ბუღაძე - ჭრელა-ჭრულად შეღებილი ფასადები რომ გაამართლა, მისი ფარისევლობის ყოველ გახსენებაზე მაშინვე სააკაშვილი მახსენდება! სახეში ფურთხება და მსგავსი უზნეო პერფორმანსებიც, სააკაშვილის ეპოქის ნამდვილი პროდუქტი გახლდათ!

 

ეკა კვესიტაძე - როცა მის გადაცემას ვუყურებ, ასე მგონია, ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილია! მიშასავით უტიფარია!

 

კაკო ბობოხიძე და დავით კირკიტაძე - სააკაშვილის ეპოქის მოდელირებული გმირები! ერთმა ჟურნალისტს დაარტყა და გმირად ეკურთხა; მეორემ კი, დაცვის თანამშრომელი გალახა და მიშამ გმირად მას მერე გამოაცხადა, როცა დანაშაული „ვაჟკაცურად" მოინანია! მათ დანახვაზე მაშინვე ის მახსენდება, როგორ აფარჩაკებდა მიშა გმირის ცნებას!

 

ქეთა გაბიანი და მაია ორჯონიკიძე - სააკაშვილს ყველა შეცდომას უპრავებენ, თან უტიფრად ნაცარს გვაყრიან - ნაცები არ ვართო! სააკაშვილივით ურცხვად და უნიჭოდ იტყუებიან!

 

გივი თარგამაძე - მოჭიდავეების აქციის სასტიკად დარბევის მერე, თავად ქურდებთან კავშირში მყოფი, აქციის მონაწილეებს ურცხვად მისძახოდა, თქვენ „ჯღანას" მეგობრები ხართო! თავისი უტიფრობიტა და სოციოპათობით სააკაშვილის ნამდვილი ანარეკლია!" - აცხადებს დევდარიანი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner