logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ, აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას!
- +

26 მაისი. 2017. 13:52


ჩვენი ქვეყნის გმირების მსხვერპლი და სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის, ჩვენ, აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს უკეთესი მომავლისკენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.


გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.


მინდა, ყველას მივულოცო დამოკიდებლობის დღე, რომლისთვის ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად ჩვენს ქვეყანას მიიყვანს უკეთესი მომავლისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის გმირების - მართლაც საამაყო შვილების მსხვერპლი და სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ, აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ნამდვილად ევროპულ საქართველოს და მე ამაში ერთი წამი ეჭვი არ მეპარება. მინდა ყველას მივულოცო. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მეგობრებსაც, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენზე. მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, წელს საქართველო „ვეფხისტყაოსნის" 850 წლის იუბილეს ზეიმობს.


ეს არის ნაწარმოები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სულს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაბრწყინდება. გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner