logo_geo
eng_logo
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს
- +

27 მაისი. 2017. 11:22



NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სასტუმრო „ჰუალინგში", ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი" კახა გოგოლაშვილი მოხსენებით წარსდგა - „საქართველოს ეკონომიკა და ევროპული ინტეგრაცია". მან NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ ის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც საქართველო ევრო და ევროატლანტიკური პარტნიორებისგან იღებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის.


კახა გოგოლაშვილმა, ასევე, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ საინვესტიციო გარემოზეც. როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესგარემოა და ამას მსოფლიო რეიტინგები მოწმობს. მან ეკონომიკაზე მოქმედ საერთაშორისო ფაქტორებსა და ქვეყნის საგარეო ვალზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის საჭიროებაც ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო პროექტების განხორციელებით ახსნა. გოგოლაშვილი ასევე შეეხო წინა წელს ეროვნული ვალუტის ცვალებადობას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოში სტაბილური საბანკო გარემოა.


შეგახსენებთ, რომ თბილისში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანი საგაზაფხულო სესია გუშინ დაიწყო. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები ჩატარდება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner