„ჩვენი მიზანია, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატი გამოვიყენოთ, რათა საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ მიაღწია", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დაწყებამდე განაცხადა.
„საქართველოს მიზანია, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ მიაღწია, რამდენადაც ეს შემდგომში უნდა აისახოს ჩვენს სწრაფვაზე NATO-სკენ და შეფასებებში მივიღოთ პოზიტიური შედეგები. ამიტომ მიხარია, რომ ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით აქ ამ ყველაფრის დემონსტრირება მოხდება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხარდაჭერილი და აღიარებული იქნება ყველა ეს მიღწევა", - განაცხადა სესიაშვილმა.