logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2008 წელს დავინახეთ ყველა ის სისუსტე, რომლის გამოსწორებასაც წლების განმავლობაში ვცდილობდით
- +

27 მაისი. 2017. 14:27



„2008 წელს საბოლოოდ ჩვენ დავინახეთ ყველა ის სისუსტე, რომლის გამოსწორებასაც გარკვეული წლების განმავლობაში ვცდილობდით", - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ NATO-ს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რეორგანიზაციისა და რეფორმების შედეგად თავდაცვის სისტემიდან მოხდა 2000-ზე მეტი ადამიანის გაშვება, რომელთა შორის უმრავლესობა, სამოქალაქო პირი იყო.

 

„მთავარი სიახლე შეიარაღებულ ძალებში რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ არა მარტო სტრუქტურულად შევიცვალეთ, არამედ ვცდილობთ, შევცვალოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ომის წარმოების პრინციპები. ომის წარმოების პრინციპი, რომელიც მისაღებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.


ჩაჩიბაიას თქმით, ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადება პირდაპირ მიმართული იქნება იმ საფრთხეების გამკლავებისთვის, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner