logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოგვილოცა ის დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული
- +

27 მაისი. 2017. 17:48



„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოგვილოცა ის დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.

 

„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოგვილოცა ის დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს გასული წლების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული განვითარების კუთხით. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა არის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ევროატლანტიკური, ევროპული ინტეგრაციის", - განაცხადა ჯანელიძემ.


მინისტრის თქმით, ის, რომ საქართველოში იმართება საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, არის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება. როგორც ჯანელიძემ განაცხადა, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსაც.


„ეს არის NATO-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი დიდი პროგრესის დადასტურება.

 

ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოებაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

 

ჩვენი მიზანია, რომ ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ნამდვილად გაგრძელდეს, ჩვენ ველოდებით, რომ მიღებული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია ამ სესიაზე, რომელიც დაადასტურებს ღრმა პოლიტიკურ მხარდაჭრას ალიანსის მხრიდან", - აღნიშნა ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner