უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხის განხილვა 28 მაისს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, დეტალებს მედია და საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.
„28 მაისს დანიშნულია საბჭოს სხდომა, დღის წესრიგი ცნობილია, დანარჩენ საკითხებს საბჭოს სხდომაზე შეიტყობთ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.