logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ეკოლოგიის სამსახური შექმნა
- +

28 მაისი. 2017. 16:44

 

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ეკოლოგიის სამსახური შექმნა. როგორც ჩიქოვანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აღნიშნული სამსახური ადგილზე არსებულ მდგომარეობას მუდმივად შეისწავლის და ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის გზებს დასახავს.

 

როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, ეკოლოგიის სამსახური წინა მენეჯმენტს გაუქმებული ჰქონდა და საწარმოო პროცესი ეკოლოგიური სამსახურის ზედამხედველების გარეშე მიმდინარეობდა.

 

„მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჭიათურაში ლაბორატორიის არ არსებობა, დავიწყეთ ლაბორატორიის შექმნა. გაუქმებული იყო ეკოლოგიური სამსახური, რომელიც აღვადგინე. შევკრიბე პროფესიონალების ჯგუფი, რომლებიც ყოველკვირეულად გააკეთებენ ანგარიშს. ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორიც არის მოპოვებული რესურსის ძარაგადაუხურავი ტრანსპორტით გადატანა, უკვე მოვაგვარეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

ამასთან, სპეციალური მმართველი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის, სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. როგორც ჩიქოვანმა განმარტა, გეგმა შლამსაცავის აშენებას, ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის ჩამოტანას და სხვა საკითხებს მოიცავს. სამუშაო გეგმის დასრულებული ვარიანტის პრეზენტაციას ჩიქოვანი 11 ივნისს გეგმავს.

 

 

„11 ივნისს გავმართავთ პრეზენტაციას და წარვადგენ ჩვენს სამოქმედო გეგმას იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვიმუშავებ ეკოლოგიის პრობლემების გამოსასწორებლად. გეგმა ახლა დამუშავების პროცესშია. პირველ რიგში უნდა აშენდეს და მოეწყოს შლამსაცავი, უნდა მოხდეს ახალი, გამამდიდრებელი ფაბრიკის ჩამოტანა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner