საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, NATO-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველო-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო დოკუმენტი წარდგენილია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, რასა იუკნევიციენეს (ლიტვა) მიერ და რეზოლუციას ასამბლეა, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს.