logo_geo
eng_logo
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ვალდებულებას იღებს NATO-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის მხარდაჭერაზე
- +

28 მაისი. 2017. 18:27



საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის  მიხედვით, ასამბლეა იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, NATO-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის,  საქართველო-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით.


NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს  მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;


საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო დოკუმენტი წარდგენილია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, რასა იუკნევიციენეს (ლიტვა) მიერ და რეზოლუციას ასამბლეა, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner