logo_geo
eng_logo
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს
- +

28 მაისი. 2017. 18:51



საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს აღიარებს, რაც აძლიერებს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობას, ზრდის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას და ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში;


სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება  NATO-სა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას 2016 წლის ივლისში გახსნილი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების მიმართულებით, ისევე როგორც 2015 წლის აგვისტოში გახსნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობის მიღწევისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წლის ნოემბერში NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარებას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner