ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, გერმანიის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობები, გერმანიის საელჩოსთან ახლოს არის განლაგებული პრეზიდენტის სასახლე და სხვა უცხო ქვეყნების საელჩოები.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოცისტერნა ააფეთქეს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.