logo_geo
eng_logo
მალაიზიური თვითმფრინავი მგზავრის მუქარის გამო მელბურნის აეროპორტში დაბრუნდა
- +

31 მაისი. 2017. 21:27



Herald Sun-ი წერს, რომ Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ავსტრალიიდან კუალა-ლამპურში მიფრინავდა, მგზავრის მუქარის გამო, მელბურნის აეროპორტში დაბრუნდა. მგზავრი, პილოტების სალონში შეღწევას ცდილობდა და აცხადებდა, რომ ბომბი აქვს.


გაზეთის ინფორმაციით, აეროპორტი დაკეტილია, ყველა ფრენა გადაიდო, მისაღებ თვითმფრინავებს სხვა აეროპორტებში ამისამართებენ. მელბურნის ტულამარინის აეროპორტში უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს ელოდებიან. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner