Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 9 ორგანიზაციასა და სამ ფიზიკურ პირს, ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ტექნოლოგიის განვითარების სფეროში თანამშრომლობისთვის, სანქციები დაუწესა. ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცა ასევე ჩინური და ჩრდილოეთკორეული კომპანიები და ამ ქვეყნების რამდენიმე მოქალაქე.
შეზღუდვების სიაში მოხვდა ორი რუსული კომპანია „არდის-პოდშიპნიკი" და „დამოუკიდებული ნავთობის კომპანია". გარდა ამისა, 1978 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე იგორ მიჩურინი.